ყოველთვიური გადასახადი
GEL 0

* კალკულატორი არ მოიცავს დაზღვევის და ქონების გადასახადს

გაგზავნა

აწარმოე საქართველოში

შენი ბიზნეს იდეის განხორციელებისა თუ საქმიანობის გაფართოებისთვის თანამედროვე მანქანა-დანადგარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. სწორედ ამ მიზნების განსახორციელებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გაძლევთ შესაძლებლობას ჩაერთოთ თანადაფინანსების პროგრამაში და საპროცენტო სარგებლის ნაწილი სახელმწიფომ დაგისუბსიდიროთ.

ვის შეუძლია ისარგებლოს საშეღავათო პირობებით?

თანადაფინანსებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამის პირობებს.
კრიტერიუმებს ვრცლად გაეცანით ბმულზე: https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/22791.

როგორ წარიმართება პროცესი?

სს „თიბისი ლიზინგი“ შეისყიდის თქვენ მიერ შერჩეულ აქტივს: მანქანა-დანადგარს, საწარმოო ტექნიკას, სატრანსპორტო საშუალებას და სხვა. აღნიშნული აქტივით ისარგებლებთ ყოველთვიური სალიზინგო გადასახადების სანაცლოდ, ხელშეკრულების ვადის ბოლოს კი, აქტივი მფლობელობაში გადმოგეცემათ.

ლიზინგის პირობები:

  • დასაფინანსებელი აქტივის ტიპი: ახალი ან მეორადი
  • დაფინანსების მოცულობა: 100 000 – 5 000 000
  • დაფინანსების ვალუტა: GEL
  • თანამონაწილეობა: 20%-დან
  • ლიზინგის ვადა: 12-84 თვე
  • უზრუნველყოფის საგანი: მანქანა-დანადგარი, რომელსაც შეისყიდით
  • სუბსიდირება: რეფინანსირების განაკვეთს -3%
  • სუბსიდირების ვადა: ლიზინგის სრულ ვადაზე