სს თიბისი ლიზინგი მოწოდებულია რა წარმართოს ბიზნეს საქმიანობა პროფესიონალიზმის, პატიოსნების, ბიზნეს ეთიკის დაცვის კვალდაკვალ, გაძლევთ საშუალებას ანონიმური მხილების ვებ გვერდის მეშვეობით დააფიქსიროთ ინციდენტი/დარღვევა ან გამოთქვათ საფუძვლიანი ეჭვი, რომელიც ეხება სალიზინგო კომპანიის ნებისმიერი თანამშრომლის მხრიდან განხორციელებულ შემდეგ ქმედებას:

  • თაღლითობასთან, კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ სქემებში მონაწილეობას;
  • კომპანიის შიდა პოლიტიკების/დებულებების/ინსტრუქციების დარღვევას;
  • კომპანიის თანამშრომელზე მორალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას (დევნას);
  • ინტერესთა კონფლიქტის უგულვებელყოფა;
  • დანაშაულის ჩადენას (ქურდობა, საბუთების გაყალბება და სხვა);
  • თაღლითობასთან, კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ სქემებში მონაწილეობას;
  • ნებისმიერი ხასიათის შეუსაბამო საქციელს, რომელმაც შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს სალიზინგო კომპანიის ინტერესები და გამოიწვიოს ფინანსური ან რეპუტაციული ზიანი ან/და გაურთულოს სალიზინგო კომპანიის ნებისმიერ თანამშრომელს მასზე დაკისრებული სამუშაოს სრულფასოვანი შესრულება

ანონიმური მხილების დაცული ვებ გვერდი თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას ვინაობის გამხელის გარეშე დააფიქსიროთ ინფორმაცია.

აღნიშნული ვებ გვერდი არ არის განკუთვნილი მომსახურების ხარისხთან, სალიზინგო პროდუქტების პირობებთან და ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებული უკმაყოფილებების დასაფიქსირებლად.

გარდა ანონიმური მხილების ვებ გვერდისა, ინციდენტთან/დარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ შემდეგი გზებით:

  1. ანონიმური ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;
  2. ელ ფოსტა: incident_compliance@tbcbank.com.ge
  3. ანონიმური წერილი.
  4. HR დეპატამენტი : incident_hr@tbcleasing.ge
  5. იურიდიული დეპარმატენტი : incident_legal@tbcleasing.ge

სს თიბისი ლიზინგის მხრიდან ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების წესის, ასევე მამხილებლის უფლება-მოვალეობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ იხილოთ ხშირად დასმული შეკითხვები.

ხშირად დასმული შეკითხვები

1. რისთვის არის შექმნილი ანონიმური მხილების ვებ გვერდი?

ანონიმური მხილების ვებ გვერდი შექმნილია ნებისმიერი პირისთვის, ვინც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი სს თიბისი ლიზინგში არსებულ ინციდენტებზე/დარღვევებზე,

2. როგორ უნდა დავაფიქსირო ინციდენტთან/დარღვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია?

ანონიმური მხილების ვებ გვერდზე „დაფიქსირება" ღილაკზე ხელის დაჭერით თქვენ გამოგიჩნდებათ დაცული ელექტრონულად შესავსები ფორმა. ფორმაში არსებული ველების მეშვეობით თქვენ უნდა მიუთითოთ ის ძირითადი ინფორმაცია, რაც საჭიროა თქვენს მიერ მოწოდებული შემთხვევის გასაანალიზებლად.

ელექტრონულ ფორმაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, თუმცა აღნიშნული ველები არის ნებაყოფლობითი და იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ, რომ დარჩეთ ანონიმად, შეგიძლიათ ეს ველები დატოვოთ ცარიელი.

სასურველია მოგვაწოდოთ ელ.ფოსტის მისამართი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ თქვენთან კომუნიკაცია დამატებითი ინფორმაციის მიღების ან დაფიქსირებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ ისეთი ელ.ფოსტის მისამართი, რომელიც არ შეიცავს თქვენს მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს (მაგ სახელი, გვარი).

თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა ინციდენტის აღწერას თან დაურთოთ დამადასტურებელი დოკუმენტი/ები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. როგორ იქნება უზრუნველყოფილი ია ჩემი ანონიმურობა?

ანონიმურ სატელეფონო ხაზის გამოყენების შემთხვევაში არ ხდება შემომავალი ზარის იდენტიფიცირება;

ანონიმური მხილების ვებ გვერდის მეშვეობით ინფორმაციის დაფიქსირებისას არ ხდება ინფორმაციის მომწოდებლის IP მისამართის ლოგირება.

4. იმ შემთხვევაში თუ ღიად დავაფიქსირებ ინციდენტთან/დარღვევასთან დაკავშრებით ინფორმაციას, დაიცავს თუ არა სალიზინგო კომპანია ჩემს ვინაობას კონფიდენციალურად?

თქვენი ვინაობა, ისევე როგორც თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის მკაცრად კონფიდენციალური, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ინციდენტის/დარღვევის დამუშავება მოითხოვს სასამართლოსთან ან საგამოძიებო სამსახურებთან თანამშრომლობას. ანონიმური მხილების არხების გამოყენების შემთხვევაში შეტყობინება იგზავნება შესაბამისობის რისკის მართვის განყოფილებაში, რომელიც თავის მხრივ მოკვლევაში რთავს სალიზინგო კომპანიის შესაბამის პასუხისმგებელ ერთეულებს.

5. რა ტიპის ინციდენტის/დარღვევის დაფიქსირება შემიძლია ანონიმური მხილების ვებ გვერდის მეშვეობით?

ანონიმური მხილების ვებ გვერდის მეშვეობით უნდა დააფიქსიროთ ისეთი ინციდენტი/დარღვევა, რომელიც თვლით რომ არაეთიკურია, არაკანონიერია, უფლებების შემლახველია და დაკავშირებულია თაღლითობასთან, გაყალბებასთან, კორუფციასთან, ძალადობასთან, ნებისმიერი ხასიათის შეუსაბამო საქციელთან,როგორიცაა:

  • თანამშრომლის არაკეთილსინდისიერი ქმედება, რამაც შეიძლება სალიზინგო კომპანიას ფინანსური ზიანი მიაყენოს;
  • რეალური ფაქტების, მონაცემების განზრახ გაყალბება, დამალვა;
  • თანამშრომლის მიერ სალიზინგო კომპანიაში დაკავებული პოზიციის და მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის ბოროტად გამოყენება, როგორც პირადი მიზნებისათვის, ასევე მესამე პირების სასარგებლოდ;
  • თანამშრომლის დევნა და/ან ზეწოლა;
  • ინტერესთა კონფლიქტის უგულვებელყოფა;
  • შიდა რეგულაციებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევით კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირებზე გადაცემა;
  • ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ბანკის აქციებით ვაჭრობის განხორციელება;
  • სხვა ნებისმიერი ხასიათის შეუსაბამო საქციელი, რომელმაც შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს სალიზინგო კომპანიის ინტერესები და გამოიწვიოს ფინანსური ან რეპუტაციული ზიანი ან/და გაურთულოს სალიზინგო კომპანიას ნებისმიერ თანამშრომელს მასზე დაკისრებული სამუშაოს სრულფასოვანი შესრულება.

6. რატომ უნდა დავაფიქსირო ინფორმაცია ინციდენტთან/დარღვევასთან დაკავშირებით?

  • იმიტომ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ღიაობა, პატიოსნება, ნდობა და პროფესიონალიზმი.
  • თუ თქვენ თვლით, რომ ინციდენტი/დარღვევა რომლის შესახებაც ფლობთ ინფორმაციას უშუალოდ თქვენ არ გეხებათ და ამის გამო ცდილობთ მიმართოთ „გაჩუმების პრინციპს", ამით თქვენ რისკის ქვეშ აყენებთ სალიზინგო კომპანიის საქმიანობას.
  • ინციდენტის/დარღვევის შესახებ ინფორმაციის ადრეულ ეტაპზევე დაფიქსირება დაიცავს სალიზინგო კომპანიას და მის თითოეულ თანამშრომელს შესაძლო ზიანისგან.
  • იმიტომ, რომ თქვენ არ გახდეთ კორუფციულ, თაღლითურ, დანაშაულებრივ სქემებში უნებლიე თანამონაწილე.