სიახლეები

გახადე შენი მიკრო, მცირე, საშუალო ზომის ბიზნესი კონკურენტუნარიანი და დაიბრუნე ლიზინგის თანხის 15%-მდე ქეშბექის სახით

აპრილი 2024

თიბისი ლიზინგისა და EU4Business-EBRD Credit Line -ის ინიციატივის ფარგლებში:

  • შეიძინე ახალი საწარმოო მანქანა-დანადგარები
  • განაახლე არსებული აქტივები
  • აითვისე ალტერნატიული ენერგია

პროგრამის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ ბიზნესებს, გააუმჯობესონ კონკურენტუნარიანობა, დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტები, განახორციელონ ინვესტიციები მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

დაფინანსების გარდა, ბიზნესი მიიღებს წამახალისებელ გრანტს და უფასო ტექნიკურ დახმარებას მაღალი დონის საერთაშორისო კონსულტანტებისგან, რომლებიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

პროექტის დანერგვის გადამოწმების პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანია მიიღებს სესხის მოცულობის 15%-მდე გრანტს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

ინიციატივის ფარგლებში ფინანსდება შემდეგი ტიპის აქტივები:

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა
  • სურსათის წარმოების აღჭურვილობა
  • გათბობა/გაგრილების სისტემები
  • სამრეწველო დამხმარე აღჭურვილობა
  • გადამამუშავებელი მოწყობილობები
  • მზის პანელები
  • სხვა.

კომპანიებთან მიმართებაში ძირითადი დასაშვებობის კრიტერიუმები შემდეგია:

  • არის საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია როგორც მეწარმე ან ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • არის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმო, როგორც განსაზღვრულია ევროკომისიის 2003 წლის 6 მაისის რეკომენდაციაში (<250 თანამშრომელი; წლიური ბრუნვა < €50 მილიონი ან მთლიანი აქტივები < €43 მილიონი)
  • ბიზნესი უნდა იყოს რეგისტრირებული და ოპერირებდეს საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით.
  • არ ეკუთვნის ან არ კონტროლდება საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ან სხვა პოლიტიკური, სამთავრობო ან ადმინისტრაციული ორგანოს, სააგენტოსა ან ქვედანაყოფის მიერ.
  • განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს თიბისი ლიზინგის საკრედიტო კრიტერიუმებს.
  • მიღებული აქვს ყველა საჭირო ნებართვა და შეესაბამება საქართველოს ყველა მოქმედ ეროვნულ გარემოსდაცვით, სოციალურ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კანონმდებლობას.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე