ტრანსპორტირება

 „ანგარიში გვქონდა გახსნილი „თი ბი სი ბანკში“. მათ მეგობრული და კლიენტზე მოგებული სერვისი აქვთ, ამიტომ დავუკავშირეთ ჩვენი ბიზნესი „თი ბი სი ლიზინგს“

 

გიორგი ჯოხაძე - "ვიტა ლოჯისტიკსი"

 

 ბიზნესის დაწყების მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი იყო რუსული ბაზარი. მაშინ, რუსეთის მიმართულებით ნაკლებად დადიოდნენ მანქანები, ამას მათი მხრიდან სავიზო რეჟიმის დაწესებაც დაერთო. დავდექით იმ პრობლემის წინაშე, რომ გვჭირდებოდა მძღოლები, რომლებსაც ექნებოდათ ორმაგი მოქალაქეობა და ამასთანავე, ტრაილერის მართვის უფლება და გამოცდილება. შემდეგ, ერთის მხრივ, პრობლემა მოიხსნა, სავიზო რეჟიმი გამარტივდა, თუმცა ამან გამოიწვია ის, რომ ბევრი კონკურენტი გაგვიჩნდა, მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ გვაქვს კონკურენტული უპირატესობები და შევინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზარდი კომპანია ვართ, თუ დასაწყისისთვის საქმე ეხებოდა აქტივის ორ ერთეულს, შემდეგ დავიმატეთ ოთხი, შემდეგ ათი და წლის ბოლოსთვის კიდევ ვგეგმავთ გაორმაგებას.

„თი ბი სი“ ლიზინგს ჩვენს წარმატებაში განსაკუთრებული როლი აქვს, მათი გაწეული დახმარება, არამარტო ფინანსური, არამედ ადამიანური რესურსის მხრივ, ფასდაუდებელია!
დამწყებ ბიზნესმენებს ვურჩევდით, სტარტ აპის პერიოდში, მოგების განაწილების მაგივრად, რეინვესტირება განახორციელონ და არ მოერიდონ რისკებს ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით.