ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს ლიზინგი?

ლიზინგი დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფორმაა.

ვის შეუძლია ლიზინგით სარგებლობა?

ლიზინგით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი პროდუქტების კრიტერიუმებს.

რას ნიშნავს უკულიზინგი?

უკულიზინგი ნიშნავს, კომპანიის მფლობელობაში არსებული აქტივებით ფულის გენერაციას. პროდუქტი განკუთვნილია იმ იურიდიული პირებისთვის, რომელთაც უკვე შეძენილი აქვთ გარკვეული აქტივები და სჭირდებათ თანხა აქტივების უზრუნველყოფით

რომელი სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ ლიზინგით სარგებლობა?

ჩვენი მომხარებლების პორტფელი გადანაწილებულია შემდეგ სფეროებზე: მედიცინა, მშენებლობა, დეველოპმენტი, სერვისი, ინფრასტრუქტურული საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა. წარმოება, HoReCa, განახლებადი ენერგიები, პოლიგრაფია, ტელეკომუნიკაცია. თუმცა, მიუხედავად იმისა, განეკუთვნება თუ არა კომპანია აღნიშნულ სექტორებს, შესაძლებელია მისი დაფინანსება.

რა უპირატესობები აქვს ლიზინგს?

1. შესაძლებელია სტარტაპების დაფინანსება 2. უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენს თავად დაფინანსებული აქტივი 3. ავტოლიზინგის შემთხვევაში, შესაძლებელია დაფინანსების მიღება მცირე თანამონაწილეობით, დაბალი ყოველთვიური გადასახადით, მხოლოდ 1 დღეში

როგორ მუშაობს ლიზინგი?

ჩვენ შევისყიდით თქვენთვის სასურველ აქტივს და გადმოგცემთ მფლობელობაში ყოველთვიური სალიზინგო გადასახდელების სანაცვლოთ. ლიზინგის ვადის ბოლოს კი, აქტივი თქვენს მფლობელობაში გადმოვა.

როგორ ხდება აქტივის შერჩევა და ყიდვა?

თუ თქვენ გაქვთ შერჩეული შესაძენი აქტივი, ჩვენ დაგიფინანსებთ მის შეძენას და დაგეხმარებით განბაჟებაში, დაზღვევაში, ჯიპიეს სისტემების ინსტალაციაში და მონიტორინგში. ასევე გვთავაზობთ სასურველი აქტივის შერჩევაში დახმარებას, სწრაფ მომსახურებას და სპეციალურ შეთავაზებებს ჩვენს პარტნიორ კომპანიებში, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე.

რას ნიშნავს საოპერაციო ლიზინგი?

საოპერაციო ლიზინგი არის პროდუქტი, რომლის დროსაც ლიზინგით გადაცემული ქონება ვადის ბოლოს არ გადადის ლიზინგის მიმღების საკუთრებაში და უბრუნდება ლიზინგის გამცემს, ამასთან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ლიზინგის გადასახადი შეიძლება შეიცავდეს ყველა იმ სერვისს რომელიც დაკავშირებულია ლიზინგით გადაცემული ქონების მოვლა-შენახვასთან ან/და სრულფასოვან ექსპლუატაციასთან

აუცილებელია თუ არა აქტივის დაზღვევა?

თიბისი ლიზინგის პორტფელში არსებული ყველა აქტივის დაზღვევა სავალდებულოა.