მომსახურება

"შუმბა ლენდში იფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების 16 ატრაქციონი. ამას გარდა, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ კონკრეტულად ვაკის პარკის გამწვანებაში თბილისის მერიასთან თანამშრომლობით"

 
ზვიად თოიძე - "შუმბა ლენდი"

 

„შუმბა ლენდის“  დაარსების იდეა მე და ჩემს პარტნიორებს სპონტანურად მოგვივიდა.  ხშირად გვაფიქრებდა ის, თუ სად შეიძლებოდა  წაგვეყვანა ბავშვვები გასართობად. ბოლო წლების მანძილზე შედარებით განვითარდა ეს მიმართულება და გაჩნდა ახალ-ახალი ბავშვთა გასართობი ცენტრები, როგორიცაა მაგალითად „ისთ ფოინთ“ - ში, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია. აქამდე არსებობდა მხოლოდ „მთაწმინდის პარკი“ და „თბილისის ზოოპარკი“, რომელიც ყველასთვის კარგად ცნობილი 13 ივნისის სტიქიის გამო აღარ ფუნქციონირებს, თუმცა მალე ისიც ახალი სიცოცხლით დაუბრუნდება ქალაქს.

ცენტრალურ უბნებში განსაკუთრებით იგრძნობოდა ბავშვთა ცენტრების დეფიციტი. რა თქმა უნდა, ჩვენი იდეა ბიზნესის თვალსაზრისითაც საკმაოდ მიმზიდველად მიგვაჩნდა.  გარკვეული კვლევების ჩატარების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ვაკის პარკში, სადაც ბევრ ჩვენთაგანს გვაქვს მთელი ბავშვობა გატარებული, გაგვეკეთებინა ატრაქციონების პარკი.
„თი ბი სი ლიზინგს“  ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის „შუმბა ლენდის“, იდეის განხორციელებაში, რადგან მოგეხსენებათ, სტარტაპების დაფინანსება საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, „თი ბი სი ლიზინგმა“ ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა და პროექტის წარმატებაში კომპანიას უდიდესი წვლილი მიუძღვის - ატრაქციონების 70-80% „თი ბი სი ლიზინგის“  დაფინანსებით არის შეძენილი. რაც შეეხება უშუალოდ შუმბა ლენდს,  ვგეგმავთ, პარკი გავხსნათ არა უგვიანეს 1 აგვისტოსა.

პარკში იფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების 16 ატრაქციონი. ატრაქციონები შევისყიდეთ ჩვენი იტალიელი პარტნიორებისგან, რომელთაც უკვე აქვთ გამოცდილება ქართულ ბაზარზე. მათი ატრაქციონებით იყო აღჭურვილი იგივე „მთაწმინდის პარკი“, „ციცინათელა“ და „გლდანის პარკი“.

„შუმბა ლენდის“ ძირითადი სეგმენტი 15 წლამდე ბავშვებზე იქნება გათვლილი, თუმცა, რა თქმა უნდა, რამოდენიმე ატრაქციონი მოზარდებისთვისაც  იქნება.  ამას გარდა, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ კონკრეტულად ვაკის პარკის გამწვანებაში და ვაპირებთ პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით 2000 ბუჩქის დარგვას თბილისის მერიასთან თანამშრომლობით.

ამ ეტაპზე და მომავალშიც ჩვენი ძირითადი ორიენტირი „შუმბა ლენდი“ და მისი განვითარებაა. ეს არ იქნება უბრალო ატრაქციონების პარკი. ვგეგმავთ საკმაოდ ხშირი ღონისძიებების და საბავშვო შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას. გვექნება საკმაოდ აქტიური მარკეტინგული კამპანია, რომელიც მუდმივად თავს შეგახსენებთ. 

 

 

„კომპანია “City Sightseeing” წარმოადგენს საერთაშორისო კომანიას, მსოფლიო ბრენდს რომლის ერთ-ერთი ფილიალი მდებარეობს კიევში. დიდი სურვილი მქონდა, რომ საქართველოში, კერძოდ თბილისში ასეთი სერვისი ყოფილიყო. ვფიქრობ,  ეს სერვისი ტურიზმის განვითარებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია და ტურისტებს  ქალაქის კარგად განცობაში ეხმარება.  სწორედ თბილისში გავიცანი ჩემი პარტნიორი - ბატონი გერმანე, რომელმაც  არამარტო ტურიზმის საქმე იცის კარგად, არამედ ყველა ის სამართებლივრივი კანონები და წესები, რაც ამ ბიზნესის განვითარებას ესაჭიროება.“

 ევგენია სტეფანოვა - კომპანია “City Sightseeing”, თანადამფუძნებელი

„ბავშვობიდან ტურიზმში მინდოდა ჩართვა, თუმცა სხვა ბიზნესით ვიყავი დაკავებული. ამერიკაში, ტურიზმის განხრით განათლების  მიღების შემდეგ მე და ევგენია ჩვენმა მეგობარმა შეგვახვედრა, ამის შემდეგ დავიწყეთ  და განვავითარეთ ეს ბიზნესი.

განვითარება პატარა ოფისში,  ნაქირავები ავტობუსით და 24 საათიანი შრომით  დაიწყო. 1 წლის შემდეგ, შედეგები მოგვეწონა, რის შედეგადაც გადავწყვიტეთ ავტობუსის შეძენა. სხვადასხვა ვარიანტების უშედეგოდ ძებნის შემდეგ, მეგობარმა  "თიბისი ლიზინგი" მირჩია და მართლაც სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. თიბისი ლიზინგმა მთლიანად შეისწავლა ჩვენი ბიზნესი და  გვერდში მაქსიმალურად დაგვიდგა.  ავტობუსი 17 ივლისს, ჩემს დაბადების დღეზე  გადმოგვცეს და იმ დღიდან გაყიდვების გაორმაგება დაიწყო.

ამჟამად გვყავს ერთი ავტობუსი, რომელიც თიბისი ლიზინგის დახმარებით შევიძინეთ. გვაქვს 1 დღიანი ტურები, 11 გაჩერებით, სადაც ტურისტს გაჩერებეზე ჩასვლა-ამოსვლის, დათვალიერების და სურათების გადაღების საშუალება ეძლევა. გვაქვს ინტერნეტი. ასევე ვთავაზობთ სხვადასხვა სასმელს და პლედებს.  ყველანაირად ვცდილობთ, რომ ტურისტის მგაზვრობა კომფორტული გავხადოთ.   

წარმატებისთვის აუცილებელია შრომა, შრომა და შრომა, რომელიც აუცილებლად დაფასდება.

ჩვენ ისევ ვაპირებთ თიბისი ლიზინგთან თანამშრომლობას და მე-2 ავტობუსის შეძენას, რის შედეგადაც ტურების სიხშირე მოიმატებს და ჩვენი კომპანიის  ცნობადობაც გაიზრდება. გეგმები  და სურვილები  დიდი გვაქვს, გვინდა ტურისტებს არამარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო გავაცნოთ.“

 გერმანე ჭელიძე - კომპანია “City Sightseeing”, თანადამფუძნებელი

 

 

 

„ქართულ ბაზარზე "ასპრიას" კონცეფცია საზოგადოებისთვის უნიკალური აღმოჩნდა, თავისი 24-საათიანი ქსელის მასშტაბით, დროში შეუზღუდავი ვარჯიშის შესაძლებლობით"

 
ლევან ქაჯაია — "ასპრია ჯგუფი", დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი

 

კომპანია დაარსდა 2011წლის 24 ნოემბერს და შემდგომ თანდათანობით  გაიხსნა მისი ფილიალები: პირველი 2012 წლის 4 ივლისს, მეორე - იმავე წლის 5 დეკემბერს, დიდუბის ფილიალი - 2013 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო მეოთხე, ვაკის კი - შარშანდელი წლის 11 სექტემბერს.

მე თერთმეტი წელი ბერლინში ვმოღვაწეობდი და განტვირთვისთვის თვითონვე რეგულარულად ვსარგებლობდი  24 საათიანი ფიტნეს კლუბების ქსელით, ხოლო საქართველოში ჩამოსვლისას ხშირად მქონდა ვარჯიშის წყვეტები იმ მიზეზით, რომ ეს  სფერო ჩვენთან  სუსტად იყო განვითარებული.

სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საბაბი, რომ დაგვეწყო ამ ნიშის ათვისება, შევქმენით კონცეფცია, რომელიც   ქართულ რეალობას მოვარგეთ. ვართ 4 დამფუძნებელი: 2 ქართველი და 2 გერმანელი . ჩემი ერთ-ერთი გერმანელი პარტნიორი, რომელიც 2006 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში, პარალელურად იგივე პრობლემას აწყდებოდა. სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ გავერთიანებულიყავით ქართულ -გერმანულ გუნდად და დაგვეწყო ეს საქმიანობა.

განვითარების საწყის ეტაპზე ჩვენი ნაბიჯები ოდნავ ფრთხილი იყო, თუმცა კონცეფციის წარმატებაში ეჭვი არ გვეპარებოდა. ასპრიაზე, როგორც ქსელზე ალბათ რიგით მე-3, დიდუბის ფილიალის გახსნის შემდგომ შეიძლება ვისაუბროთ.  სწორედ ამ დროს დავამყარეთ კავშირი საქართველოს სალიზინგო კომპანიასთან.  იმ დროს ჩვენთვის ყველაზე მასშტაბური მე-4, ვაკის ფილიალი იყო. სწორედ ამ დროს გამოვიდა კონტაქტზე „თიბისი ლიზინგი“, რომლის შეთავაზებაც და ზოგადად მიდგომაც უნიკალური აღმოჩნდა ჩვენთვის. არ გვესაჭიროებოდა თანადაფინანსება, თიბისი ლიზინგის შემთხვევაში, გარე თანხების მოძიებაზე არ შეგვექმნებოდა პრობლემა. საბოლოო ჯამში, წარმატებულად გაიხსნა ასპრიას ვაკის ფილიალი, სადაც აღჭურვილობის დიდი ნაწილი სწორედ თიბისი ლიზინგის დახმარებით შევიძინეთ. გავაფართოვეთ საბურთალოს ფილიალიც. წარმატებულად ვთანამშრომლობთ და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

2015 წელს ჩვენ შეგნებული პაუზა ავიღეთ, ხოლო მომავალი წლის იანვრიდან დაგეგმილია 2-დან 4 ფილიალამდე გახსნა, შეიძლება 2016 წელსვე გავიდეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

ქართულ ბაზარზე „ასპრია“-ს კონცეფცია უნიკალური აღმოჩნდა თავისი 24 საათიანი ქსელის მასშტაბით დროში შეუზღუდავი ვარჯიშის შესაძლებლობით. დასავლური ქვეყნების მსგავსად, აქაც საზოგადოება სულ უფრო დინამიური ხდება, დროის დეფიციტი კი - სულ უფრო აქტუალური. შესაბამისად, მომხმარებელმა დიდი სიამოვნებით აიტაცა და მიიღო „ასპრია“-ს შეთავაზება. საბედნიეროდ მატულობს ტენდეცია ჯანსაღი  ცხოვრების წესის დანერგვისკენ და ჩვენს ქსელის მომხმარებელის რაოდენობაც იზრდება. სერვისის ხელმისაწვდომობით და დემოკრატიული ფასების შეთავაზებით სიამაყით შეგვიძლია თქმა, რომ ასპრია ჯგუფმა მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო ამ ტენდეციის ჩამოყალიბებას და მის გაძლიერებას.

 

 

„სარესტორნო ბიზნესის წარმატებისთვის მთავარია, მოერგო მომხმარებელს და ის იყოს კმაყოფილი, სწორედ ამიტომ, მათ მუდმივ სიახლეებს ვთავაზობთ, გარდა ამისა, აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია, ერთმანეთის „გადამეორება“ განვითარებას ვერ მოიტანს“

 

ანა მაისაშვილი — რესტორანი „დაუნთაუნი“

 

ჩვენი ბიზნესი ტაბიძის შვიდ ნომერში დაიწყო. ოთხი წლის წინ გავხსენით „დაუნთაუნის“ პირველი ფილიალი. იდეაში, ყავის რესტორანი გვქონდა, თუმცა, ევროპული სტანდარტების პოპულარულ რესტორანში გადავიზარდეთ. შემდეგი ობიექტი მოსაშვილის ორმოცდაოთხში გავხსენით. აქ დაგვჭირდა ფინანსური მხარდაჭერა, ყველა ბანკთან გავიარეთ კონსულტაცია და მივხვდით, რომ ყველაზე მისაღები პირობები „თიბისი ლიზინგს“ ჰქონდა. 

რესტორნის ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ინვესტიცია იდება რემონტში, დანადგარებში და ასე შემდეგ, „თიბისი ლიზინგი“ გვაძლევს საშუალებას, დანადგარები მათი დახმარებით შევიძინოთ, ამიტომ დავიწყეთ თანამშრომლობა.
დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესის მხრივ პრობლემები არ გვქონია, ძირითადად ჩვენი პრობლემები რეკონსტრუქციას ეხება, ამ სფეროში ბიუროკრატიაა, ნებისმიერი დეტალი ქალაქის ხელმძღვანელობასთან არის შესათანხმებელი. მინდა აღვნიშნო, რომ უმიზეზოა ხმაურზე საყვედურებიც, ჩვენ სპეციალური პროგრამა გვაქვს და ეს გამორიცხულია!

თამამად ვაცხადებ, რომ წინ მივიწევთ, არ მახსენდება ეტაპი, როცა უკან დავიწიეთ და ველოდებოდით განვითარებას, ჩვენ მუდმივად ვვითარდებით. ერთადერთი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ თბილისი პატარა ქალაქია და სწორად უნდა გათვალო ფილიალების გახსნის ლოკაციები, ბუნებრივია, ჩვენმა მეორე ფილიალმა მომხმარებელი ორად გაყო, მაგრამ, ბუნებრივია, ეს მთლიანად ბიზნესზე უარყოფითად არ ასახულა, სწორედ ამიტომ, უახლოეს მომავალში კიდევ ვგეგმავთ ფილიალის გახსნას!

 

 

“მე პირადად, ოცდაცამეტი წელი ვოცნებობდი, რომ ეს საქმე მეკეთებინა"

 

ზაზა შენგელია - „Bravo Records” - პრეზიდენტი.

 

საქართველოში, მუსიკალური ინდუსტრია, როგორც ბიზნესი, არ არსებობდა, ამ მიზეზით დავიწყეთ პროექტის განხორციელება და მოვედით აქამდე. ამ გადმოსახედიდან, ჩანს, რომ დიდი რისკი გავწიეთ, მათ შორის, კომერციული რისკიც. დავიწყეთ ისეთი ბიზნესი, რომელიც არ იყო აპრობირებული. 
დღემდე მივისწრაფვით იმისკენ, რომ ჩვენი კომპანია იყოს მომგებიანი და ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ადამიანებს, აკეთონ ხარისხიანი პროდუქცია.

გამოვიარეთ ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი, პირველი იყო საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ, გვიწევდა აგვეხსნა რა არის ხმის ჩამწერი სტუდიის სპეციფიკა, ჩვენ გვაქვს ყველა სერვისი ერთ კომპანიაში.

მნიშვნელოვანი როლი, ჩვენს წარმატებაში, “TBC Leasing-მა“ ითამაშა, მათ გაწიეს დიდი რისკი ჩვენთან ერთად იმისთვის, რომ შეგვეძინა ძალიან ძვირადღირებული საჭირო აპარატურა. მიხარია, რომ ჩვენი მხრიდან აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ და დღეს დამოუკიდებლად განვაგრძობთ არსებობას. 
მინდა მოვუწოდო ყველას, კარგად გაიაზრონ უყვართ თუ არა ის საქმე, რის გაკეთებასაც აპირებენ და მზად არიან თუ არა ამის საკეთებლად! 

„მე პირადად, მთელი ცხოვრება ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა და დღეს აქ ვარ, ყველას ვერ ვეუბნებით, მაგრამ, იგულისხმება, რომ ამ საჭირო საქმეს ჩვენ „TBC Leasing-ის“ მხარდაჭერით ვაკეთებთ!“