კითხვა პასუხი

ვის შეუძლია ლიზინგით სარგებლობა?

ლიზინგი ხელმისაწვდომია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ნებისმიერი კომპანიის, ასოციაციის, სამთავრობო ორგანიზაციისთვისა  და იურიდიული პირისათვის, რომელიც აკმაყოფილებს კრედიტუნარიანობის მოთხოვნებს.

2016 წლიდან „თიბისი ლიზინგი“ აფინანსებს ახალ და მეორად მსუბუქ ავტომობილებს ფიზიკური პირებისთვისაც! დაფინანსების მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა თან იქონიოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთი. შესაძლებელია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებული მსუბუქი ავტომობილების, ისე ავტომობილის იმპორტის დაფინანსება.

რა კრიტერიუმებით განისაზღვრება კრედიტუნარიანობა?

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც სტანდარტულად განსაზღვრავს კომპანიის კრედიტუნარიანობას. ესენია: 1. ბიზნესის არსებობის ხანგრძლივობა და პარტნიორ(ებ)ის გამოცდილება. 3. კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. 4. ლიზინგით შესაძენი აქტივების ლიკვიდურობა და მომწოდებლის სანდოობა. 5. კომპანიის საკრედიტო ისტორია.

როგორ ხდება ლიზინგის თვიური გადასახადის დაანგარიშება?

ლიზინგის ყოველთვიური გადასახადის დაანგარიშება, დამოკიდებულია მრეწველობასთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებზე, მანქანა-დანადგარების სახეობასა და ღირებულებაზე, სალიზინგო ვადასა და აქტივების შესყიდვის პარამეტრებზე.

ლიზინგის მომსახურების საფასური საშუალოდ უტოლდება ანალოგიურ თანხაზე აღებული სესხის გადახდებს.

რამდენი უნდა გადავიხადო წინასწარ (თანამონაწილეობა)?

აქტივების (თქვენს მიერ შერჩეული მანქანა-დანადგარის, ტექნიკის თუ სხვა ძირითადი საშუალების) საფასურის 20%- 30%.

თანამონაწილეობის თანხა უნდა ჩაირიცხოს კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თიბისი ლიზინგის ანგარიშზე.

როდის ამოქმედდება ჩემი სალიზინგო ხელშეკრულება?

თქვენი სალიზინგო ხელშეკრულება ძალაში შევა კონტრაქტის გაფორმებისთანავე. ხელმოწერიდან მომდევნო თვეს უნდა შეიტანოთ პირველი გადასახადი. მაგ., თუ კონტრაქტს ხელი მოაწერეთ 12 ნოემბერს, პირველი გადახდა გიწევთ დეკემბერში.

მივიღებ თუ არა ჩემი სალიზინგო ხელშეკრულების ასლს?

დიახ, მოთხოვნისამებრ, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სალიზინგო ხელშეკრულების  როგორც ორიგინალი, ასევე მისი ელექტრონული ვერსია.

დამეკისრება თუ არა რაიმე დამატებითი გდასახადი?

თიბისი ლიზინგს არ გააჩნია  დამატებითი გადასახადები/საკომისიოები სალიზინგო გადასახადის გარდა, რომელშიც შედის ქონების გადასახადი და ყოველწლიური სადაზღვევო ხარჯები.

დამეკისრება თუ არა ქონების გადასახადი?

ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადი უნდა გადაიხადოს თიბისი ლიზინგმა, როგორც ტექნიკის მესაკუთრემ. ამგვარად, თქვენი ქონების წლიური გადასახადი შეადგენს ქონების საერთო ღირებულების 0.6%-ს, რომელიც გათვალისწინებული იქნება თქვენი ლიზინგის გადახდების განრიგში წელიწადში ერთხელ.

ვუხდით თუ არა თიბისი ლიზინგს დაზღვევის თანხას?

სალიზინგო ხელშეკრულების თანახმად, თქვენ ვალდებული ხართ, დააზღვიოთ ტექნიკა დაკარგვის, ქურდობის, დაზიანების ან განადგურებისგან.  აქედან, გამომდინარე, თიბისი ლიზინგი დააზღვევს სალიზინგო ქონებას, ხოლო ყოველწლიური სადაზღვევო პრემია გათვალისწინებული იქნება თქვენი გადახდის განრიგში. ალტერნატიულად, კლიენტს თავად შეუძლია წარმოადგინოს სადაზღვევო სერტიფიკატის ასლი, რომლის მიხედვით, თიბისი ლიზინგი დაფიქსირებული იქნება, როგორც მოსარგებლე მხარე.