სიახლეები

22.04.2016 22 აპრილს თიბისი ლიზინგი ახალ ოფისში გადავიდა!

22 აპრილს თიბისი ლიზნგმა ახალი ოფისის გახსნა აღნიშნა!

ღონისძიება ოფისის ტერასაზე, ღია ცის ქვეშ  გაიმართა.  წვეულებას  საშუალო და მსხვილი ბიზნეს ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოწვეულმა სტუმრებმა გემრიელი ფურშეტი და სპეციალურად მათთვის დამზადებული კოქტეილები დააგემოვნეს. ოფისის გახსნას მუსიკალურად აფორმებდა ჯაზ ბენდი - Decay.  საღამოს დასასრულს გათამაშება  ჩატარდა, სადაც სტუმრებს გადაეცათ თიბისი ლიზინგის პარტნიორების მიერ დაწესებული  საჩუქრები.

ახალი ოფისის გახსნის მიზანია მომხმარებლებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა, როგორც ოფისის დიზაინის, ასევე მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

თიბისი ლიზინგის ახალი მისამართია: ჭავჭავაძის 80, 0162 
(კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია)

04.12.2015 "თიბისი ლიზინგი" ჩაერთო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში - G-PriEd

"თიბისი ლიზინგი" ჩაერთო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში (G-PriEd), რომელიც პარტნიორ ორგანიზაციასთან (Junioer Achievement) ერთად და ადგილობრივი/საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით იწყებს დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ბიზნესის უნარ-ჩვევების სწავლებას.

"თიბისი ლიზინგის" გუნდი მოხალისეთა ჯგუფს შეუერთდა. მათი ჩართულობა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაგრძელდება და ითვალისწინებს 30-45-წუთიან ვიზიტებს საქართველოს სკოლებში წინასწარ დაგეგმილი აქტივობების ჩასატარებლად. ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ადრეულ ასაკში სამეწარმეო უნარების, დასაქმებისთვის მზაობის და ფინანსური წიგნიერების შეთავაზებით მოსწავლეები უკეთ მოემზადებიან საშუალო განათლებისთვის და, საბოლოო ჯამში, სამუშაო გარემოსთვის - როდესაც ისინი საზოგადოებაში გავლენ ზრდასრულ ადამიანებად.

2015-2016 სასწავლო წელს G-PriEd-ი ამ ინოვაციური პროგრამის პილოტირებას მოახდენს 39 სკოლაში, V-VI კლასების 4,000 მოსწავლისათვის.

27.11.2015 თიბისი ბანკის მხარდაჭერით ფარმაცევტულ ბაზარს ახალი საწარმო შეემატა.
თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული უახლესი სტანდარტების მქონე ქართული ფარმაცევტული ქარხანა „ინოვასი“ გაიხსნა.
 
საწარმო თიბისი ბანკმა სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2 მლნ აშშ დოლარის რესურსით დააფინანსა.    
 
ქარხანა პირველია ბაზარზე, რომელიც ქართული ფლორის სამკურნალო პოტენციალს გამოიყენებს და განახორციელებს ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების სრულ ციკლს - მოპოვება, გადამუშავება, წარმოება და ექსპორტი.   
 
მნიშვნელოვანია, რომ „ინოვასი“ იქნება პირველი ფარმაცევტული საწარმო რეგიონში, რომელიც იმუშავებს „კონტრაქტული წარმოების“ პრინციპით: დამკვეთს ნებისმიერი ქვეყნიდან შესაძლებლობა ექნება თავისი ტექნოლოგიით, შეფუთვით და ა.შ. შეუკვეთოს და მიიღოს შესაბამისი პროდუქტი.  
 
პროექტის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით "თიბისი ბანკს" და "თიბისი ლიზინგს" დაფინანსებული აქვს ისეთი დარგები, როგორებიცაა: ჯანდაცვა, წარმოება, მშენებლობა, მომსახურება, ბუნებრივი რესურსები.
 
სულ, პროგრამის ფარგლებში, თიბისი ბანკს  27 მილიონ ლარამდე რესურსი აქვს გაცემული სხვადასხვა კომპანიებზე. "თიბისი ლიზინგი" კი ერთადერთი სალიზინგო კომპანიაა, რომელმაც ამავე პროგრამით 15-ზე მეტი პროექტი დააფინანსა.
05.08.2015 "თიბისი ლიზინგი" - 2015 წლის საუკეთესო სალიზინგო კომპანიაა

Global Banking & Finance Review-ის მიხედვით, თიბისი ლიზინგი საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სალიზინგო კომპანია გახდა.

 

კონკურსის ნომინაციებისა და გამარჯვებულების სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

Global Banking & Finance Review Awards

06.11.2014 თიბისი ლიზინგმა მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის დასაფინანსებლად დამატებით 4 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა.

6 ნოემბერი, 2014, თბილისი -  თიბისი ლიზინგი 4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხით დაფინანსდა. ფინანსური რესურსი თიბისი ლიზინგისათვის შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა გამოყო. მოზიდული თანხით თიბისი ლიზინგი მცირე და საშუალო ბიზნეს-ორგანიზაციების დააფინანსებას განაგრძობს.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თიბისი ბანკის  გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ლიზინგის დირექტორმა ნანა მიქაშავიძემ და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ იჰსან უღურ დელიკანლიმ, რომელიც თანამდებობაზე 2014 წლის ივლისში დაინიშნა და საქართველოს პირველად ესტუმრა, სწორედ „თიბისი ლიზინგთან“ ხელშეკრულების გასაფორმებლად. ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ბატონი დავით ლეჟავა.

თიბისი ლიზინგის დირექტორი, ნანა მიქაშავიძე ხაზს უსვამს გამოყოფილი რესურსის მნიშნველობას, როგორც კომპანიისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის: „ახალი სესხი, რომელიც შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა თიბისი ლიზინგს გამოუყო წინ გადადგმული ნაბიჯია არასაბანკო ფინანსური სექტორის განვითარებისთვის საქართველოში, რაც თავის მხრივ ზრდის დაფინანსებასთან ხელმისაწვდომობას მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის. ლიზინგი, როგორც ძირითად საშუალებებში ინვესტირების საშუალება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.“

„BSTDB აგრძელებს მცირე ზომის ბიზნესის მხარდაჭერას როგორც საქართველოში, ასევე შავი ზღვის რეგიონში, რაც საბაზრო ეკონომიკისთვის ქვაკუთხედია. განვითარებული სალიზინგო სექტორი ხელს შეუწყობს საქართველს ეკონომიკურ განვითარებას და გაზრდის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას" - აღნიშნავს BSTDB-ს პრეზიდენტი.