სტანდარტული პროდუქტები

რა შემთხვევაში შემიძლია ვისარგებლო ლიზინგით?

  • თუ გსურთ თქვენი ბიზნესისთვის მანქანა-დანადგარების შეძენა/განახლება და ამისთვის ფინანსური რესურსი გესაჭიროებათ,
  • ან თუ თქვენ უკვე საკუთრებაში გაქვთ მანქანა-დანადგარი და გჭირდებათ თანხის გამოთავისუფლება საბრუნავი კაპიტალისთვის

ისარგებლეთ ფინანსური ლიზინგით!

სალიზინგო კომპანია შეისყიდის თქვენ მიერ შერჩეულ კონკრეტულ აქტივს (მანქანა-დანადგარი, სხვადასხვა ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალება და ა.შ) და სარგებლობაში გადმოგეცემთ თქვენ ყოველთვიური სალიზინგო გადასახადების სანაცვლოდ. თქვნ შეუზღუდავად სარგებლობთ შესყიდული აქტივით, ხოლო სალიზინგო გადახდების სრულად დაფარვის შემდეგ, ხდებით ლიზინგის საგნის მესაკუთრეც.



სექტორები, რომელსაც აფინანსებს „თიბისი ლიზინგი“:


  • მედიცინა
  • სერვისი
  • დეველოპმენტი
  • მშენებლობა
  • გზის მშენებლობა
  • ინდუსტრიული (აგრო, წარმოება, ვაჭრობა)
  • ბუნებრივი რესურსები
  • განახლებადი ენერგიები
  • ტექნოლოგიები, მედია და ტელეკომუნიკაცია


ფინანსური ლიზინგის პირობები:

აქტივის ღირებულება საშუალოდ: $25,000 - $1,000,000 ვადა: 12 – 84 თვე სტანდარტული თანამონაწილეობა: 15-35% უზრუნველყოფა: მანქანა-დანადგარი, რომელსაც თქვენ შეისყიდით

უკულიზინგი:

ცალკე პროდუქტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ დაფინანსება მხოლოდ ძველი ანუ თქვენ მიერ უკვე შეძენილი აქტივის უზრნუველყოფით.