წარმოება

 

„ლუკა პოლარეს“ საიდუმლო ნიჭიერ თანამშრომლებშია, რომლებიც ქმნიან ჩვენი კომპანიის ფილოსოფიას და კულტურას" 
 

ტატო მახარაძე — „Luca Polare”, დირექტორი.

„ლუკა პოლარეს“ ისტორია ერთი პატარა კაფე-სანაყინით დაიწყო ლესელიძეზე. მალევე დაემატა მეორეც. ამჟამად უკვე ხუთი  ლოკაცია გვაქვს  თბილისში, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ჩვენ ექსკლუზიურ რეცეპტებზე დამზადებული ნაყინი, ყავა, ნამცხვარი, ცხელი შოკოლადი, ჩაი, ფრაპე, ხილის ფრეშები, შერეული სასმელები და სალათები.

ბიზენსის დაწყებისას, ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა ჩვენმა პარტნიორმა დააფინანსა. შემდგომ უკვე “თიბისი-ლიზინგი”-ს დახმარებით შევძელით კაფე-სანაყინის და ჩვენი  წარმოების გაფართოება. დღესაც “თიბისი-ლიზინგთან” ვთანამშრომლობთ და ერთად ბევრი სამომავლო პროექტებს ვგეგმავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძლიერი პარტნიორის მხარდაჭერა.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება . ვფიქრობთ, საქართველოს ზღვისპირეთში კაფე-სანაყინეები და საწარმოების ქსელი დავაფუძნოთ, აქ ნაყინზე განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნაა. ასევე გვინდა, განვავითაროთ ჩვენი ქსელი თბილისშიც და სამომავლოდ — რეგიონებშიც. ბევრი შემოთავაზება გვაქვს უცხოეთიდანაც, სადაც არ გამოვრიცხავთ ბიზნესის გაფართოებას, მაგრამ ეს ჯერ ჩვენთვის შორეული პერსპექტივაა. ძირითადი ჩვენი საქმიანობა საქართველოშია და ვიმედოვნებთ, რომ “თიბისი-ლიზინგთან“ პარტნიორობა გაგრძელდება ჩვენი განვითარების გზაზე.

“ლუკა პოლარე”-ს წარმატების ფორმულა და მთავარი უპირატესობა, რომლის გამოც ადამიანები ჩვენთან მოდიან - ალბათ გარემოა. გარდა ამისა, გვაქვს მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისაგან იტალიური რეცეპტებით შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო ნაყინი არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც.  ვამზადებთ ხელოვნური ფერების და დანამატების გარეშე შექმნილ ყავას, რომელიც კეთდება 6 სხვადასხვა სახეობის  საუკეთესო ხარისხის ყავის მარცვლისგან და მორგებულია ქართულ გემოვნებაზე. აქ ხარისხთან ერთად მოხალვის ტექნიკა და მომზადების ტექნოლოგიის სრული დაცვაა გადამწყვეტი. „ლუკა პოლარეს“ საიდუმლო ასევე ნიჭიერ და მოტივირებულ თანამშრომლებშია, რომლებიც ქმნიან ჩვენი კომპანიის ფილოსოფიას და კულტურას.

„ლუკა პოლარე“ დროის გასატერებლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

 

 

„როცა საქმეს იწყებ, ასე ვთქვათ, თავი უნდა გადადო, სხვანაირად, წარმატებას ვერ მიაღწევ“ 
 

ბექა ბუბუტეიშვილი — „AdWise”, დამფუძნებელი.

 

ჩვენი ბიზნეს ისტორია 2008 წელს დაიწყო, გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა სარეკლამო სააგენტო, მისი დამფუძნებლები მე და ჩემი პარტნიორი, ბექა ზაქაიძე ვართ. იმ დროისთვის, ომი ახალი დასრულებული იყო, რამაც, ბუნებრივია, ხელი შეუშალა ბიზნესის განვითარებას, მაგრამ, თავის მხრივ, ამ მოვლენას ბიზნესის კუთხით, პლუსიც ჰქონდა, კრიზისი შეექმნათ დიდ კომპანიებსაც და გარკვეულწილად, ჩვენც მოგვეცა განვითარების საშუალება. ერთ-ერთ გამორჩეულ ძვრად შეიძლება მივიჩნიოთ 2014 წლის გაზაფხული, როცა ჩამოვიტანეთ ექვს ფერიანი დანადგარი, რომელიც ხმამაღალ სიტყვას ამბობს ქართულ ბაზარზე.

რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული პოზიტიური მოლოდინი გვქონდა, თუმცა, როცა ყველაფერს ნულიდან იწყებ, შეუძლებელია საბანკო ინსტიტუტების გარეშე იარსებო, სწორედ მაშინ გამოჩნდა სალიზინგო კომპანია, რომლისგანაც მივიღეთ საწყისი დაფინანსება.

ჩვენ დასაწყისიდანვე თიბისი ჯგუფის კლიენტები ვართ, ეს გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, მათ შემოგვთავაზეს ხელსაყრელი პირობები და ჩვენი თანამშრომლობა შედგა, ეს სამომავლოდაც გაგრძელდება.

როცა ბიზნესს იწყებ, ყველაფერი დეტალურად არის გასააზრებელი, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა იქნება ის, რომ იყოთ შრომისმოყვარეები, ჩაერთეთ საქმეში თავიდან ბოლომდე. რაც შეიძლება მოხერხებულად გამოიყენეთ საბანკო ინსტიტუტები, საწყის ეტაპზე მათ გარეშე არსებობა შეუძლებელია.