ჯანდაცვა

 „თუ იწყებ საქმეს და გაქვს არასწორი ორიენტირები, არასდროს გამოჩნდება წარმატების გზა. მის დასასახად სხვადასხვა  ღირებულებები და ფასეულობები არსებობს. ქართულ რეალობაში უმნიშვნელოვანესია ღირსება!“

 
 გოგა ყიფიანი - თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

 

სამედიცინო სფეროში ჩართული ვარ ექვსი წელია. აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო მესამე პროექტია, დღეს ვაშენებთ კიდევ ერთ კლინიკას, ანუ, საკმაოდ დიდი ჯგუფი გამოვდივართ. 

პირველი იყო ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი, რომელიც რეფორმის ეგიდით გამოვისყიდეთ. 

სამედიცინო სფერო, თუ მას ბიზნესს დავარქმევთ, რთული ბიზნესია. სამედიცინო მომსახურების თვითღირებულება ძალიან მაღალია. კომპლექსურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ერთია ტექნიკური მხარე - აღჭურვილობა და დანადგარები, მეორე - მედიკამენტები და მესამე - - მაღალკვალიფიციური კადრები. ეს სამი ფაქტორი მომსახურების ფასს ზრდის. ამ სფეროს მენეჯმენტი მოითხოვს ყველა კომპონენტის ერთმანეთთან შერწყმას და ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ამ მათემატიკაში უნდა იპოვო ადგილი კლინიკის განვითარებისთვის, რთულია, მაგრამ, არა შეუძლებელი, მითუმეტეს, ბოლო წლებში არის სასიკეთო ძვრები ამ მიმართულებით. 

სამედიცინო აპარატურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, აქ საქმეში შემოდის ლიზინგი, რომლის საშუალებითაც ხდება ტექნიკის მობილიზაცია, დიდი აღჭურვილობის შესაძენად ეს ყველაზე კომფორტული ფინანსური ინსტრუმენტია. 

რაც შეეხება კონკრეტულად “თიბისი ლიზინგს”, ჩვენი არჩევანი იმ მარტივი მიზეზის გამო შევაჩერეთ მათზე, რომ კომფორტული და მოქნილი პირობები დაგვხვდა. მათი საშუალებით, კლინიკას შეუძლია დაიდგას ისეთი მოწყობილობა, რომელიც რამდენიმე ნაბიჯით წაწევს წინ და შესაბამისად, ნელ-ნელა დაფარავს მათ ღირებულებას.

 

 

 “ჩვენი კლინიკის მთავარი წარმატება მიღწეული შედეგები და შედეგებით გაბედნიერებული ადამიანებია“

 

 ლიკა ჭყონია - ქართულ ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი



ამ სფეროში, ჩემი პირადი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო, შემდეგ იყო ასპირანტურა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ პიონერები ინ ვიტრო განაყოფიერების სფეროში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დიდი ხანი ვიმუშავე პროფესიით, მაგრამ, მივხვდი, რომ სჯობს ეს ყველაფერი განცალკევებით ვაკეთო. 

კლინიკა 2012 წელს გავხსენით და შემიძლია ვთქვა, რომ დასაწყისშივე მივაღწიეთ წარმატებას. მიგვაჩნია, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ, ჩვენი წარმატება წყვილების ბედნიერების პირდაპირპროპორციულია. ჩვენს ხარისხზე მეტყველებს ისიც, რომ გვაქვს ფილიალი ქუთაისში, ასევე, სრულყოფილი კლინიკა ბათუმში, რომელიც 15 სექტემბერს გაიხსნა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ კლინიკების იმ ოცდაათ პროცენტს შორის, რომლებიც, წარმატებით ახდენენ გაყინული ემბრიონების გადატანას. ასევე, ჩვენთან ხდება პრეინპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი შედარებითი გენობური ჰიბრიდიზაციის მეთოდით. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ორსულობის დადგომის შანსს.

ამ გადმოსახედიდან, ყველას ვურჩევ, კარგად დაგეგმოს ის საქმე, რის დაწყებასაც აპირებს. მომზადებული შეხვდეს ყველა შესაძლო პრობლემას, ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს პროცესებს, მათ შორის, ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობასაც. ასე მოხდა ჩვენი და „TBC Leasing-ის“ შემთხვევაშიც. ჩვენ მომზადებული მივედით მათთან, მათი მხრიდანაც ჩვენ ყველაზე კომფორტული პირობები მივიღეთ, არ ვსაუბრობ მხოლოდ საპროცენტო განაკვეთზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად ორგანიზებულად ეკიდებიან საქმეს და ოპერატიულად მოქმედებენ, სწორედ ამიტომ, ჩვენ დღესაც ვთანამშრომლობთ!