სოფლის მეურნეობა

"უდავოა, რომ საქართველოს შეუძლია აწარმოოს ნებისმიერი გემოვნებისათვის შესაფერისი ღვინო. ჩვენი კომპანია კი აქტიურად ახორციელებს და კვლავაც შეეცდება ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას მთელ მსოფლიოში. "

 
დავით ბოჭორიშვილი - "ასკანელი ძმები" - გენერალური დირექტორი.

 

 

„ასკანელი ძმები“  1998 წელს  ძმები ჩხაიძეების ძალისხმევით დაფუძნდა, თუმცა  კომპანიის ისტორიის ათვლა გაცილებით შორეული წარსულიდან იღებს სათავეს.

მენეჯმენტის და სწორად დასახული მარკეტინგული სტრატეგიის მეშვეობით დღეს „ასკანელი ძმები“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ღვინის, ბრენდის და ჭაჭის წარმოებაში.

დღეს ჩვენ ვაწარმოებთ 25-მდე სხვადასხვა სახეობის ღვინოს, 8 დასახელების ბრენდის და 3 სახეობის ჭაჭას. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია ქართული ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით საუკეთესო პროდუქციის  წარმოება.

რუსეთის მიმართულებით ექსპორტის წარმოების სიძნელეებმა, ვფიქრობ სასიკეთო ასახვა ჰპოვა კომპანიების მუშაობის სტილის დაწვეწასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე.

საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი წარმატების ძირითად ფაქტორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საწარმოო ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, რაც პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების მთავარ სტიმულატორს წარმოადგენს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ფინანსირების წყაროს ისეთი მოქნილი საშუალება, როგორიცაა ლიზინგი.  კომპანია ასკანელი ძმების მფლობელობაში არსებული ქარხნების თანამედროვე დანადგარებითა და ტექნიკური ინფრასტრუქტურით გადაიარაღება-აღჭურვა სწორედ ამ ფინანსური წყაროს, კონკრეტულად კი, თიბისი ლიზინგის დახმარებით გახდა შესაძლებელი.

ჩვენი კომპანიისა და პროდუქციის წარმატების ფორმულა არის მაღალი ხარისხი, რისი დასტურიცაა საერთაშორისო კონკურსებში მიღებული უამრავი ჯილდო. უდავოა, რომ საქართველოს შეუძლია აწარმოოს ნებისმიერი გემოვნებისათვის შესაფერისი ღვინოები, ჩვენი კომპანია კი აქტიურად ახორციელებს და კვლავაც შეეცდება ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას მთელ მსოფლიოში. 

 

„მე ვიტყოდი, იყავით მიზანსწრაფულები და თანმიმდევრულები, თუ ადამიანს არ აქვს ნებისყოფა, რომ ეტაპობრივად ააშენოს თავის ბიზნესი, არაფერი გამოვა!“


გიორგი იმნაძე - "მეღვინეობა ხარება“ - კომერციული დირექტორი.

 

ჩვენი კომპანია დაარსდა 2012 წლის 1 სექტემბერს, სამი იურიდიული პირის გაერთიანების შედეგად. საქმიანობის ძირითადი სფეროებია მევენახეობა, ღვინის წარმოება, ღვინის ტურიზმი. მუდმივ შტატზე დასაქმებულია 300 ადამიანი, ასევე, ყოველწლიურად 2000-მდე ადამიანს ვქირაობთ. ჩვენი საბოლოო პროდუქტი სხვადასხვა სახეობის პრემიუმ კლასის ღვინოებია. 
გვაქვს ორი ქარხანა, კახეთსა და თერჯოლაში, ასევე, უნიკალური ღვინის საცავი, რომელიც წარმოადგენს კავკასიონის ქედის მთათა სისტემაში გაყვანილ გვირაბს, მისი ნაწილი ტურისტული ზონაა და დამთვალიერებელს შეუძლია მოინახულოს უნიკალური ღვინის კოლექციები და ისარგებლოს დეგუსტაციის სერვისით.

ჩვენი ძირითადი მოტივატორი ის უპირატესობები იყო, რაც საქართველოს ბუნებრივად გააჩნია ღვინის ბიზნესის წარმოებისთვის: ყურძნის უამრავი ჯიში, ბუნებრივი პირობები და ა.შ. ჩვენ გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის ღვინო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჯერად, ჩვენ მხოლოდ რუსულ ბაზარზე აღარ ვართ დამოკიდებული და ეს კარგია!

დაარსების დღიდან, თიბისი ჯგუფთან ვთანამშრომლობთ, მთელი ჩვენი ბრუნვები მათთან არის დაკავშირებული, მომსახურების ხარისხი, პირობები და მათი მხრიდან გამოჩენილი ყურადღება უმნიშვნელოვანესია, ამიტომ, ჩვენ არჩევანი "თიბისი ლიზინგზე" შევაჩერეთ, შედეგად, ჩამოვიტანეთ ყველანაირი საჭირო დანადგარი და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცენარეებს ევროპული სტანდარტებით ვუვლით!