რა არის ლიზინგი?

რა არის ლიზინგი?

ლიზინგი არის ფინანსირების წყარო, რომლითაც შეგიძლიათ დააფინანსოთ ძირითადი საშუალებების/აქტივების (სამედიცინო, საწარმოო და სხვა დანადგარები, მსუბუქი თუ სატვირთო ავტომობილები, სამშენებლო ტექნიკა, აღჭურვილობა და სხვა) შეძენა. ლიზინგით დაფინანსებული აქტივი რჩება სალიზინგო კომპანიის საკუთრებაში, სანამ კლიენტის მიერ არ მოხდება ყოველთვიური სალიზინგო გადახდების სრულად დაფარვა. ამ პერიოდში კლიენტი შეუზღუდავად სარგებლობს სალიზინგო აქტივით, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ ხდება მისი მესაკუთრეც. არსებობს ორი ტიპის ლიზინგი:

ფინანსური ლიზინგი

თუ გსურთ ახალი თუ მეორადი მანქანა-დანადგარების შეძენა ადგილობრივ ბაზარზე ან უცხოელი მომწოდებლისგან, შეგიძლიათ ისარგებლონ ფინანსური ლიზინგით. სალიზინგო კომპანია შეისყიდის თქვენ მიერ შერჩეულ კონკრეტულ აქტივს (მანქანა-დანადგარი, სხვადასხვა ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალება და ა.შ) და სარგებლობაში გადმოგეცემთ თქვენ ყოველთვიური სალიზინგო გადასახადების სანაცვლოდ. თქვნ შეუზღუდავად სარგებლობს შესყიდული აქტივით, ხოლო სალიზინგო გადახდების სრულად დაფარვის შემდეგ, ხდება ლიზინგის საგნის მესაკუთრეც.

საოპერაციო ლიზინგი

თუკი კომპანიის ინტერესია დანადგარების, მანქანების თუ სხვა ძირითადი საშუალებების პერიოდული განახლება ან აქტივის შესყიდვა მხოლოდ გარკვეული მოკლე პერიოდით (მაგ. 1-წლიანი სამშენებლო პროექტისთვის), საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო გამოსავალია. ფინანსური ლიზინგისგან განსხვავებით, საოპერაციო ლიზინგის ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანიას ეძლევა რამდენიმე ალტერნატივა: • განაახლოს აქტივი/მოდელი და განაგრძოს გადახდა უკვე ახალი კონტრაქტით. • გაახანგრძლივოს ვადა არსებულ აქტივზე და განაგრძოს გადახდები ძველი პრინციპით. • დააბრუნოს არსებული აქტივი და დაასრულოს კონტრაქტი.

ლიზინგის უპირატესობები:

1. ლიზინგი ხელმისაწვდომი რესურსია თქვენთვის ლიზინგის შემთხვევაში შესაძლებელია ისეთი კომპანიების დაფინანსება, რომელიც ბოლომდე არ აკმაყოფილებს საბანკო მოთხოვნებს (მაგალითად, არ გააჩნიათ საკმარისი ოდენობის უძრავი ქონება ან ისტორიული შემოსავალი). ლიზინგით შესაძლებელია „სტარტ-აპ“ პროექტების ფინანსირებაც.

2. ლიზინგი არ ითხოვს თქვდენს უძრავ ქონებას უზრუნველყოფისთვის ლიზინგის შემთხვევაში არ მოითხოვება დამატებითი უზრუნველყოფა უძრავი ქონების (ბინა, აგარაკი, მიწა) სახით. დაფინანსებული აქტივი თვითნ იქნება ლიზინგის კონტრაქტის უზრუნველყოფა.

3. თქვენ სარგებლობთ საგადასახადო უპირატესობებით საგადასახადო აღრიცხვისთვის, ყოველთვიური სალიზინგო გადასახადი მთლიანად ტარდება ხარჯში, რაც ამცირებს დასაბეგრ მოგებას და შესაბამისად, მოგების გადასახადის ოდენობას. ასევე, ფინანსური ლიზინგით აღებულ ძირითად საშუალებებზე დღგ-ს გადახდა წარმოებს ეტაპობრივად, ლიზინგის ვადის განმავლობაში, სალიზინგო გადასახადების პროპორციულად.

4. ლიზინგის დაფინანსების პროცედურები მარტივი და გამჭვირვალეა პროექტის დამუშავება და კონტრაქტების დამზადების პროცედურა მარტივია, ხანმოკლე და არ არის დაკავშირებული ფინანსურ დანახარჯებთან / ბიუროკრატიასთან. პროდუქტების უმეტესობაზე არ არსებობს გაცემის საკომისიო. ასევე, კომპანიას შემუშავებული აქვს სწრაფი პროდუქტები სამედიცინო და სამშენებლო პროექტებისთვის და ავტომობილების დაფინანსებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაფინანსების მისაღებად თქვენ მინიმალური დრო დაგჭირდებათ.

5. ლიზინგის გუნდი გაგიწევთ სრულ ასისტენციას ჩვენ დაგეხმარებით როგორც საწყის ეტაპზე, აქტივის შერჩევის და შესყიდვის პროცესში, მომწოდებელთან, სატრანსპორტო და სადაზღვევო კომპანიებთან, საბაჟო სტრუქტურებთან ურთიერთობაში, საგარანტიო და სხვა პირობებზე მოლაპარაკებებში, ისე ლიზინგის გაცემის შემდეგ - ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში, სადაზღვევო შემთხვევების მართვაში და ფლიტის პროდუქტის შემთხვევაში კი ავტო-პარკის სრულ მომსახურებაში.