ვაჭრობა

 

 

"დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ დასავლეთ ევროპაში უკლებლივ ყველა სარგებლობს სალიზინგო უპირატესობებით"

 

ანტონ სამსონიძე - დირექტორის პირველი მოადგილე

 

 

რვა წლის წინ საქართველოში გაზის დისტრიბუცია სოკარისთვის ახალი ხილი იყო. მსოფლიოს მასშტაბით კომპანია ნავთობით იყო დაკავებული და გაზის მიმართულებასთან შეხება არ ქონიათ.

სიმართლე გითხრათ, გაზის ინდუსტრია კომპანიისთვის ამოუცნობი იყო. შესაბამისად ჩვენ, ვინც საქართველოში მენეჯმენტში მოვედით გაზის ნაკლებად გვესმოდა. ბევრს დავდიოდით და ვაკვირდებოდით წამყვანი კომპანიების მუშაობას. სწორედ ამ დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, გაზის კომპანიის აქტივებს სულ ახალი მანქანები შეადგენდნენ.

აღმოჩნდა, რომ უკლებლივ ყველა სარგებლობს სალიზინგო უპირატესობებით და მას შემდეგ, რაც საგარანტიო ვადა იწურება, კომპანიები ძველს - ახალი მანქანებით ანაცვლებენ. ჩამოსვლისთანავე დავიწყეთ ამ იდეის განხორციელება და რამოდენიმე წლის წინ „თიბისი ლიზინგთან“ კონტრაქტის გაფორმების შედეგად, მათი დახმარებით 39 ახალი მანქანა შევიძინეთ.

ამჟამად ვემსახურებით 450,000 აბონენტს საქართველოს მასშტაბით. მომავალი 3 წლის განმავლობაში მიზნად გვაქვს 600,000 აბონენტამდე გაფართოვება. მომავალ წელს ვაპირებთ უფრო მეტი ავტომობილის შეძენას ლიზინგის ხელშეწყობით. წელს კი ვმუშაობთ კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც კიას 60 ავტომობილის შეძენასთან არის დაკავშირებული.

ვთვლი, რომ წარმატების მისაღწევად შრომის გარდა, სხვისი გამოცდილების შესწავლა და ინოვაციების შემოტანა არის აუცილებელი.